ჩვენ

ჩვენ კი გვგონია, რომ რახან ერთ ვარდისფერ ცას ვუყურებთ
რახან ერთ, უინტერესობით გაცრეცილ ქალაქში ვცხოვრობთ
რახან ერთ ქუჩებში მიგვეჩქარება
რახან იგივე კაფეების აბლაბუდიანი ვიტრინებიდან ვუმზერთ მარტის უეცრად წამოსულ წვიმას, რომელიც ყველაში რაღაც საიდუმლოებით მოცულ, ლამაზ, სევდიან გრძნობას ბადებს,  გვგონია რომ  ერთნაირად ვფიქრობთ.

რახან ერთნაირად ვფიქრობთ ერთნი ვართ.
ანუ სულაც არაა საჭირო ერთად დავლიოთ ჩაი, დავურეკოთ ერთმანეთს ყოველ სამშაბათ საღამოს, უბრალოდ, მოგვენატროს ერთმანეთი.
ქუჩაში უეცრად ერთმანეთის ნახვით გაოც,გაოცთაადმაგებულებს სირცხვილაწითლებული, მოულოდნელად ნათქვანი “გამარჯობაც” საკმარისად მიგვაჩნია.

ჩვენ ვაშენებთ  სახლებს.

სახლს უმიზნო, ყოვლად უსარგებლო ნივთებით ვტენით და

“მე”-ზობლების

“მე”-გობრების

დასანახად ვვარსებობთ. ვვარსებობთ და გვგონია რომ ისინიც არსებობენ.

ჩვენ იმდენად გვინდა არ ვიყოთ ჩვენ, რომ ილუზიებიც აღარ ჰგვანან პირველკლასელის ყოველმხრივ მოუხერხებელ, ბავშვურ ტყუილს.

მე კი მგონია, რომ ჩვენში “ჩვენზე” მეტი რამ დევს.

ყველას აქვს თავის თავზე მეტი რაღაც.

რაღაც სხვა..

რომელიც დაბადებიდან მოგვყვება და სამარადისოდ ჩვენთანაა.

P.S კიდევ ერთი, არაფრის მომცემი, უსარგებლო პოსტი.