ესე!

 

სიტყვა “დეპრესია” ისევე უსიამოდ ჟღერს, როგორც შავი ხვლიკი, შიშისგან გაქცეული თაგვი, ბოლო ყვითელი ფოთოლი ხეზე ნოემბრის მიწურულს.

დეპრესიას ხელოვნურად შეღებელი ცრემლების სუნი აქვს, ზუსტად მასეთი მყრალი და არაფრის მომცემია.

ხან ბევრი რამ მეზიზღება, (ბევრი რა, ყველაფერი) ხან ცოტა, მაგრამ, აი, როგორც დეპრესია იწვევს  ჩემში ზიზღს, ისე არაფერი.

მე მეზიზღება დეპრესია!

მე მეზიზღება დეპრესი!

მე მეზიზღება დეპრესია!

მე გაზაფხულის გოგო ვარ.

მე მზის სხივი მათბობს, მაისს სუნთქვაშეკვრული ველი, შეყვარბულებიც მეზიზღებიან მაგრამ ვიცი რომ სიყვარული არსებობს.

მე სიყვარული მიყვარს.

მე ბრძოლა მიყვარს იმ წამისთვის, როცა ყველაფერი მშვიდაა.

სიგარეტი დარდებს აქარვებსო.

ჯანდაბაშიც წასულხარ ყველა არაფხიზელი, მწეველები, ლოთები, ნარკომანები.

ჩემი არასიფხიზლე ჩემი გაზაფხულია.

მხოლოდ მე მოვიყვან ისეთ გაზაფხულს, სადაც სპილოები ცაში დაცურავენ, მზის სხიები დედამიწისთვის ზედმეტად დაბლაა,  ყლორტების ნიავით სავსე სუნი ცეცხლივით მწვავს.

მეზიზღება აპრილი.

მეტამორფოზები მიყვარს.

ჯანდაბაშიც წასულხართ ყველა უიემციო ჯამბაზი საკუთარი დეპრესიებით.

მე საკუთარი მე.

მე საკუთარი გაზაფხული მაქვს.

მზე.

უკვე შევეცადე ამ იასამნისფერად ნაქარგი დღისთვის დიდებულებით გაშმაგებული ფიქრებით წაშლას, მაგრამ არა, ყველაფერი მხოლოდ რაღაც დოზამდე მყოფნის.

მერე მჭირდება ცნობიერების ინტერვალი, რომელიც ოდნავ გაწბილებულ, თუმცაღა მტანჯველ, მაგრამ მომავლისთვის პროგრესირებად იდეებს მიტოვებს.

 

ყაყაჩოების ვალსი, ადიდებენ წმინდა შარავანდედს, გაზაფხულის ნორჩ ქალიშვილს, მისი შეუბღალავი უბიწოება, თვით განთიადიც უძლურია.

ღმერთებს სრცხენიათ ადამიანებისგან მიზნობრივი თვითგვემა, მხოლოდ ცენტრელური გრძნობების ფიგურაა…

მისი უდიდებულესობა.

მზე.

ნაქარგი ყვავილთა გამა, ჰარმონიული   ოცნებათა გემები.

და ყველაფერი უბრალოდ მშვენიერია.

ის მშვენიერება, რომელიც წარმავალია, არათუ ბილწავს მის არსს, არამედ  თვითმარქვიაა.

მშვენიერება უკვდავია, იგი მხოლოდ დროებით მიდის და კვლავი გვირუნდება.

მე.

მე არც მოხუცი ვარ, არც ახალგაზრდა.

მე არ ვითვლი დროს, მაგრამ იგი მარიონეტივით მათამაშებს

მე ვარ დემონი და ვკლავ ანგელოზებს

მე ვარ ანგელოზი და დემონებს ვშობ

მე უკაცირელი კუნძული ვარ, ყველა რომ მასში ეძებს შვებას.

მე ვეშაპი ვარ, რომელიც ზღვისფერ ნელა მიჰქრის შორეულ ოკეანეში.

მე თქვენ მვუარყვეთ და მიწაში მიწამეთ.

მე არ ვგავარ სხვას, მაგრამ მეც სხვა ვარ.

მე გაორება ვარ.

მე რეალური გრძნობა ვარ ილუზიის კედლებში, რომელიც არ გაძლევს გაფრენის საშულებას და მის კედლებში ციბრუტი მოძრაობით მოგომწყვდევს.

მე შავი, უსასრულო ღამე ვარ თეთრ ზღვაში.

მე ვგრძნობ ემოციებს, რომელიც ვერ მთვლის და ამიტომ ყოველთვის გამირბის.

მე უმისამართო გიჟი ვარ, კონსერვატული ჩვევებით.

მე სკოლის დავალებასახლშიდარჩენილი მოსწავლე ვარ, კუბიკრული კაბით.

მე მიყვარს, რომ მიყვარს.

მე ისიც მიყვარს, როცა მძულს.

მე ოქროსფერი ლაჟვარდი ვარ, ოცნებად ჩამოღვენთილი.

მე არც მიწა ვარ, არც ცა.

მე არ მეშინია სიკვდილის, რადგან უკვე მოვკვდი.

მე სიცოცხლისაც არ მეშინია, რადგან მრავალჯერ დავიბადე.

მე მესიმის ყველა საიდუმლო ჩურჩული სხვებზე, მაგრამ საკუთარი ჩურჩული ყველაზე დიდი საიდუმლოა.

მე მესაფლავე ვარ, რომელიც ბავშვების გაჩენაში ეხმარება მკვდარ დედას.

მე სიკვდილის ვარ.

მე სიცოცხლოსაც ვარ.

მე ვიცი, რას ნიშნავს გძულდეს და გიყვარდეს ერთ დროულად.

მე არ ვიცი რას ნიშნავს მეგობარი, რადგან არასდროს მყოლია რომელიმე.

მე რაციონალიზმის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვიმონებ ემოციებს.

მე აქ ვარ, ახლა.

მე ვარსებობ, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

მე მიყვარს წელშიმოხრილი დედაჩემი სევდიანი ღიმილით.

მე ვფიქრობ ბევრს მაგრამ ვერ მივდივარ დასკვნებამდე.

მე სულს მოგცემ, უბრალოდ მიიღე იგი.

მე გაგიღებ კარს, თუ დააკაკუნებ.

მე ვიქნები მოსამართლე, თუ დამნაშავე ხარ.

მე ჟანგისფერ ლოცვებს წაგიკითხავ, და გეტყვი, რომ ღმერთებზე მეტად, ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება.

მე არავინ ვარ.

მე ავაშენებ სახლს, სადაც ვიცხოვრებთ ყველანი ერთად, მერე ვიჩხუბებთ და შევრიგდებით და ასე სულ.

მე მოგცემ ფიქრს, რომ დაძლიო ჭეშმარიტი ტყუილი.

მე მთებს ვეუბნები საიდმლოს, რომელიც საუკუნეებში გაიყინა ლაჟვარდოვანი სიამით.

მე ვერ ვიტან მანაქანების გაბრაზებულ ხმებს.

მე არ მჭირდება გზები, რადგან თვითონ ვარ გზა.

მე არც მითითებები მჭირდება, რადგან მხოლოდ იმედგაცურების შემდეგ ვხვდები პრობლემას.

მე ყველა სიკეთეზე ბოროტი ვარ და ყველა ბოროტებაზე კეთილიც.

მე ვიცი, რომ არაფერი არ არსებობს, მაგრამ მაინც მკაფიოდ მჯერა ათასი მოუმწიფარი სისულელის.

ჩვენ თვითონაც სისულელე ვართ, თუ არ სიყვარული და სიძულვილი.

მე მძულხართ ყველა და თან მიყვარხართ.

მე ვხედავ ჯერ წითელს, შემდეგ ცისფერს.

მე მთა ვარ კოსმოსურ იდელეაში ჩაძირული.

მე ვსწავლობ ბევრს მაგრამ არაფერი ვიცი.

მე არ მეშინია მომავლის, არც წარსულის.

მე ახლა ვარ.

და თუ მომავალ ახლამდე აღარ ვიქნები არ შემეშინდება, რადგან ყოველწამს უფრო მეტად ვძლიერდები.

მე უკვე მჯერა ხალხის უსაფუძვლო ტყუილების და არა ძველი სიმართლის.

მე არ ვცდილობ არაფერს, მაგრამ მინდა ყველაფერი ვიყო.

უბრალოდ.

მე.

***

მარტოობაში მარტო

სევდაში, ღამის ზღვის ფერნი მუსიკის ჰანგებში გახლართული

გრძნობ ჯერ არ ნახულო ძალას…

გრძნობ საკუთარ თავს.

ამიტომ, საჭიროა, საკუთარი  თავის მონობა თავისუფლებისთვის.

რევოლუციის დროა.

.

მთელი სივრცე ეტევა ერთ სიტყვაში.

მაგრამ, სიცარიელე გარდაუვალია..

მეზობლად უყვართ.

თითქოს ყველაფერი კარგადაა..

გაგიშვი, თუ წახვედი.

არ ვიცი.

მაგრამ არ ის ვიცი, მინდა თუ არა, შენი ყოფნა აქ.

აქ.

და არა იქ.

იქ. უცხო. იქ.

**

მე კი ვუმზერდი

და მეგონა, რომ ნებმისმიერი მისი ქცევა

იყო მხოლოდ სევდის

გადაქერცლილი სევდის

და წვიმით გაჟღენთილი.

ის კი გარბოდა

მე კი…

მეგონა, რომ.

საჭიროა მსხვერპლი

image

***
ჩვენ ავღმართეთ უკიდეგანო სევდის უფანჯრო კედლები და შავ, იდუმალიბისფერად განათებულ  სიბნელეში დავემალეთ  შავთეთრ ფილმად  ქცეულ სიბერისგან  გაყვითლებულ ( ძველი წიგნის სუნით გაჟღენთილ) მოგონებებს.
სინათლე დუდუნით, ზარმაცი გაწონასწურებულობით ანგრევს კედლის  უმცირკს ღრიჭოს.
რატომ? თავისუფლებას რომ ჩაეხუტოს.
ან-გრევს!
ის კი გრევს.
მაგრამ ამაოა ცდა, რადგანაც გაშავებულ, გამოუყენებელ, უმცირეს ნაწილებად დანაქუცმაცებულ ჩვენს არრა ფერი გაამთელებს.
ჩვენ იმდენად გადავეჩვიეთ მარტოობას, რომ წარსულში საკუთარ  მეები, ახლა (რომელიც არათუ არ ჩანს,  არც არსებობს. არც არსებობს და იზრდება თქვენს გუშინ დაბადებულ, ჯერ კიდევ უცოდველ შვილებზე სწრაფად,  იზრდება..)  სხვისი საკუთრებაა. 
ჩვენ აღარ გვაქვს ფიქრები.
ჩვენ  ვეღარ  ვცნობთ ერთმანეთს.
მხოლოდ ვიპარავთ.
ფიქრებს. 
მერე კი, მოპარული ფიქრები ტომარაში აღარ გვეტევა და, უცნაურად გვახვედრებენ, რომ მოპარული ცხოვრებით გვიცხოვრია.
მოპარული ცხოვრება ერთია,
უცნაურად გვახვედრებენ, თუ რატომ ვგავართ ერთმანეთს.
უცნაურად დავმსგავსებივართ სევდას.
სიცარიელე ისრუტავს სევდას.
უმიზნო ლოდინში გაყინულ, სიყალბისგან გამხმარ გრძნობებს ერთმანეთში ვკარგავთ, ვასამარება.
საჭიროა მსხვერპლი!
მსხვერპლის დაჭერის მოლოდინში თვითონ  გავხდით ერთმანეთის მსხვერპლი.
საჭიროა მსხვერპლი!
აჭირო     მსხვერპ
ჭიროა     მსხვე
ჭირ           მე
P.S რაღაც ხო უნდა ვიბოდიალო.
იდიოტი ვარ.
ან ღამის გასათევად ასე ვკლავ დროს.
თუმცა, პირველი ვარიანტი უფრო მართებულია.

ჩვენ

ჩვენ კი გვგონია, რომ რახან ერთ ვარდისფერ ცას ვუყურებთ
რახან ერთ, უინტერესობით გაცრეცილ ქალაქში ვცხოვრობთ
რახან ერთ ქუჩებში მიგვეჩქარება
რახან იგივე კაფეების აბლაბუდიანი ვიტრინებიდან ვუმზერთ მარტის უეცრად წამოსულ წვიმას, რომელიც ყველაში რაღაც საიდუმლოებით მოცულ, ლამაზ, სევდიან გრძნობას ბადებს,  გვგონია რომ  ერთნაირად ვფიქრობთ.

რახან ერთნაირად ვფიქრობთ ერთნი ვართ.
ანუ სულაც არაა საჭირო ერთად დავლიოთ ჩაი, დავურეკოთ ერთმანეთს ყოველ სამშაბათ საღამოს, უბრალოდ, მოგვენატროს ერთმანეთი.
ქუჩაში უეცრად ერთმანეთის ნახვით გაოც,გაოცთაადმაგებულებს სირცხვილაწითლებული, მოულოდნელად ნათქვანი “გამარჯობაც” საკმარისად მიგვაჩნია.

ჩვენ ვაშენებთ  სახლებს.

სახლს უმიზნო, ყოვლად უსარგებლო ნივთებით ვტენით და

“მე”-ზობლების

“მე”-გობრების

დასანახად ვვარსებობთ. ვვარსებობთ და გვგონია რომ ისინიც არსებობენ.

ჩვენ იმდენად გვინდა არ ვიყოთ ჩვენ, რომ ილუზიებიც აღარ ჰგვანან პირველკლასელის ყოველმხრივ მოუხერხებელ, ბავშვურ ტყუილს.

მე კი მგონია, რომ ჩვენში “ჩვენზე” მეტი რამ დევს.

ყველას აქვს თავის თავზე მეტი რაღაც.

რაღაც სხვა..

რომელიც დაბადებიდან მოგვყვება და სამარადისოდ ჩვენთანაა.

P.S კიდევ ერთი, არაფრის მომცემი, უსარგებლო პოსტი.